LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
შიდა ფრენების განვითარებისთვის ვერტოდრომების მშენებლობას იწყება

ყველა აეროპორტის ერთმანეთთან დაკავშირება – აეროპორტების გაერთიანებამ ტენდერი გამოაცხადა

დაპოსტა 2024/04/04-ში
A A
189
ნახვა
გაზიარება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში მგზავრთა გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ავიარეისების ორგანიზებასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ელექტრონული ტენდერი ეხება შიდა ფრენებს, რომელიც ორ ნაწილად გამოცხადდა ჯამში, 12 მიმართულებაზე, მათ შორის, ავიარეისები ახალი მიმართულებებითაც შესრულდება.

„თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ფრენები დაინტერესებულმა კომპანიამ საშუალო ზომის (მინიმუმ 40 ადამიანზე გათვლილი) საჰაერო ხომალდით უნდა შეასრულოს. შესყიდვის საორიენტაციო ჯამური ღირებულება შეადგენს 3,049,973 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში. შესყიდვის ვადა 2 წლიანია. ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, შესასყიდი ადგილების რაოდენობა, ორივე მიმართულებით ჯამში, საორიენტაციოდ 26,560 ადგილს უნდა შეადგენდეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, თბილისის, მესტიის, თელავის, ამბროლაურის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით ერთმანეთს დაუკავშირდება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მფლობელობაში არსებული ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი აეროპორტი.

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გამოაცხადა ახალი ტენდერი შიდა ფრენებთან დაკავშირებით, რომელიც სუბსიდირებულია საქართველოს მთავრობის მიერ. ტენდერი მიზნად ისახავს ჩვენს მფლობელობაში არსებული ყველა აეროპორტის ერთმანეთთან დაკავშირებას. მას შემდეგ, რაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავის აეროპორტს, ისიც ჩართული იქნება შიდა ფრენების მიმართულებით და დავაკავშირებთ თელავის აეროპორტს ყველა დანარჩენ აეროპორტთან. პროექტის მიზანია კიდევ უფრო გაიზარდოს ქვეყნის შიგნით მობილობა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და კიდევ უფრო საინტერესო გახდება მოგზაურებისთვის საქართველოში სტუმრობა“,-აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, საჰაერო ხომალდზე ადგილების რაოდენობა მიმართულებების მიხედვით შემდეგნაირია:

თელავი-ბათუმი-თელავის მიმართულებაზე – არანაკლებ 40 ადგილიანი;

თბილისი-ამბროლაური-თბილისის მიმართულებაზე – არანაკლებ 40 ადგილიანი;

თბილისი-ქუთაისი-თბილისის მიმართულებაზე – არანაკლებ, 40 ადგილიანი;

თელავი-ქუთაისი-თელავის მიმართულებაზე – არანაკლებ, 40 ადგილიანი;

თელავი-ამბროლაური-თელავი მიმართულებაზე – არანაკლებ, 40 ადგილიანი;

თელავი-თბილისი-თელავის მიმართულებაზე – არანაკლებ, 40 ადგილიანი;

მესტია-ბათუმი-მესტიის მიმართულებაზე – 15 ადგილიანი;

მესტია-ქუთაისი-მესტიის მიმართულებაზე – 15 ადგილიანი;

მესტია-თბილისი-მესტიის მიმართულებაზე – 15 ადგილიანი;

მესტია-ამბროლაური-მესტიის მიმართულებაზე – 15 ადგილიანი;

მესტია-თელავი-მესტიის მიმართულებაზე – 15 ადგილიანი.

შესყიდვის საორიენტაციო ჯამური ღირებულება შეადგენს $5,601,140 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში. შესყიდვის ვადა 1 წლიანია. ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, შესასყიდი ადგილების რაოდენობა, რეისზე (იგულისხმება ორივე მიმართულება) ჯამში, საორიენტაციოდ 47,760 ადგილი უნდა იყოს.

მეტი დეტალისთვის იხილეთ : https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=569808&lang=ge

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=570180&lang=ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება76

დაკავშირებული -პოსტები

ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქართველოს ორი...

დაწვრილებითDetails

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება ქალაქსა და სოფელს შორის უთანასწორობის შემცირება – მომავალი ათწლეულისთვის ჩვენი ამბიციაა, საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნიდან მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკად გარდავქმნათ – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება ქალაქსა და სოფელს შორის უთანასწორობის შემცირება – მომავალი ათწლეულისთვის ჩვენი ამბიციაა, საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნიდან მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკად გარდავქმნათ – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები ხელშესახებ სოციალურ შედეგებში უნდა აისახოს - ერთ სულ მოსახლეზე წარმოების ზრდა, რეალური ხელფასების მატება, სიღარიბის შემცირება, უკეთესი სამუშაო ადგილები და უფრო მეტი ეკონომიკური მდგრადობა, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ეროვნული სტაბილურობა და წარმატება არ შეიძლება განხილული იქნას უფრო ფართო რეგიონული კონტექსტის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს...

დაწვრილებითDetails

საქართველო გამოხატავს მზადყოფნას, ურთიერთობა განაგრძოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
საქართველო გამოხატავს მზადყოფნას, ურთიერთობა განაგრძოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან – ირაკლი კობახიძე
მთავარი

პროგრესი, რომლის მიღწევაც საკუთარ ქვეყანაში გვინდა, წარმოუდგენელია სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების გარეშე, საქართველო კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, რომ ურთიერთობა განაგრძოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, რომლებიც მზად არიან ჩვენთან სამუშაოდ, ურთიერთპატივისცემის და სუვერენული...

დაწვრილებითDetails

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მსურს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს მივმართო – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მსურს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს მივმართო – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ხოლო ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე კვლავ იძულებით გადაადგილებულია და საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს. წლევანდელი სესიის ერთ-ერთი მთავარი თემაა ნდობის...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ე.წ. მეორადი ჩარიცხვის წესით ჩარიცხული აბიტურიენტებისთვის

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
აწსუ-ის ლექტორები გაფიცულ სტუდენტებს მხარს უჭერენ
მთავარი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის წესით ჩარიცხულ აბიტურიენტთა საყურადღებოდ! ადმინისტრაციული რეგისტრაცია (საბუთების მიღება) და ხელშეკრულებების გაფორმება იწარმოებს 2026 წლის 28-29 სექტემბერს.  მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 59, აწსუ...

დაწვრილებითDetails

დღეს ჭყონდიდლობაა

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
დღეს ჭყონდიდლობაა
მთავარი

დღეს ჭყონდიდლობაა, დღესასწაული განსაკუთრებულად მარტვილში აღინიშნება. დავით აღმაშენებლის აღზრდელის და საქართველოს მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე. მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ყოველი წლის 25 სექტემბერს, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუპირველესის წმინდა მღვდელმთავრის...

დაწვრილებითDetails

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   ენერგიული დღე გელით. საქმეში ინიციატივა შედეგს მოგიტანთ, თუმცა ემოციურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს გაარკვევს.   კურო   ფინანსურ საკითხებს მეტი ყურადღება დაუთმეთ. შესაძლოა მოულოდნელი...

დაწვრილებითDetails

25 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილოეთიდან შედარებით ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებითთ. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს ზოგიერთ რაიონში...

დაწვრილებითDetails

დარიალის ხეობაში ევაკუაცია გამოცხადდა

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება შემოვიდა.   უწყების ცნობით, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"