აწსუ-ს სტუდენტები საკუთარ პრობლემებზე ალაპარაკდნენ. გიორგი ჟორჟოლიანის თქმით განსაკუთრებული პრობლემები იმ სტუდეტებს აქვთ, რომლებსაც შექმნილი ვითარების გამო სოფლებში მოუწიათ დაბრუნება. იქ, სადაც ინტერნეტთან წვდომა, არც ისე მარტივია და ფინანსურ-ტექნიკურ რესურს მოითხოვს. ამ საკითხმა გასაკუთრებით თავი ახლა იჩინა, როცა სტუდენტებს სწავლაც და გამოცდების ჩაბარებაც ონლაინ უწევთ. 22 მაისიდან უკვე შუალედურები იწყებ.
გიორგი ჟორჟოლიანის თქმით კი, მათ კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ როგორ და რა ფორმით ჩააბარებენ გამოცდებს . პრობლემას წარმოადგენს სწავლის გადასახადის დაფარვაც.
მიმდინარე ონლაინ სწავლებას დადებითად აფასებს თავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსტეტის პრორექტორი შალვა კირთაძე. მისი განმარტებით გამოცდების გადავადება არ იგეგმება და ისინი ყოველანაირ პირობებს შეუქმნიან სტუდენტებს, რომ მათ გამოცდების ჩაბარება უპრობლემოდ შეძლონ.









