LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნოემბრის თვის ყველაზე იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ყველაზე ცუდი წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

დაპოსტა 2024/12/04-ში
A A
202
ნახვა
გაზიარება

პოტენციურ პარტნიორთან შეხვედრისას, ალბათ, ბევრი ჩვენგანი უნებურად ცდილობს, მისი დაბადების თარიღი გაარკვიოს. რადგანაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ზოდიაქოს კონკრეტულ ნიშანს ხასიათის თავისებურებები აქვს და არიან ისეთები, რომელთა თვისებები კატეგორიულად არ შეესაბამება ერთმანეთს. ამიტომაც, თუკი ისინი დაწყვილებასა და ცხოვრების ერთმანეთთან დაკავშირებას გადაწყვეტენ, ამ შეუთავსებლობის გამო, შესაძლოა, წარუმატებლობა შეხვდეთ და ურთიერთობის აწყობა ვერ მოახერხონ:

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
ყველაზე ცუდი პარტნიორი: ვერძი

ქარიზმატულ ვერძს ურთიერთობებში ყოველთვის სიკაშკაშე, მხიარულება და ვნება სურს. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ ის ცდილობდეს მსგავსი თვისებები იმ ადამიანებში აღმოაჩინოს, რომლებიც მას ჰგვანან. მაგრამ, სამწუხაროდ, ორი ვერძის კავშირი სრულიად ხანმოკლეა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ადრე თუ გვიან, ურთიერთობები ჩვეულებრივ რბოლად გადაიქცევა, სადაც ორივე ლიდერობის უფლებისთვის იბრძვის. ამ ნიშნის წარმომადგენლებმა დათმობა და კომპრომისზე წასვლა არ იციან, ამიტომ ერთმანეთს მუდმივად შეეჯიბრებიან, დაშორდებიან, თანაც ისე მტკივნეულად, რომ ჭრილობების მოშუშებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
 ყველაზე ცუდი პარტნიორი: მშვილდოსანი

შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანმა კუროებმა არ იციან, როგორ უნდა მიიღონ იმპულსური გადაწყვეტილებები და მით უმეტეს, როგორ უნდა იყვნენ არასტაბილურ ურთიერთობაში. ისინი კომფორტს, თანმიმდევრულობას და პროგნოზირებადობას აფასებენ და ხშირად, ხმაურიან წვეულებებს სახლში, თბილ გარემოში შეკრებას ამჯობინებენ. სიმშვიდე უყვართ და როგორც წესი, ყველაფერი გეგმის მიხედვით აქვთ აწყობილი. იმპულსური, თავგადასავლების, მხიარულებისა და წვეულებების მოყვარული მშვილდოსანი კი ამ თვისებების საპირისპიროა. უყვართ მოგზაურობა, გეგმების შეცვლა, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომაც, ეს ორი ნიშანი თითქმის ვერასდროს უგებს ერთმანეთს.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
ყველაზე ცუდი პარტნიორი: მორიელი

მორიელებს, როგორც წესი, სხვადასხვა საკითხის მიმართ თავიანთი, ურყევი შეხედულებები და წესები აქვთ და არ აპირებენ, რაიმე შეცვალონ. მათ პარტნიორის გაკონტროლება უყვართ და მუდმივად ისწრაფვიან, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდეს. თავისუფლების მოყვარულ ტყუპებს კი მსგავსი დამოკიდებულება არ მოსწონთ. ბევრ საკითხს ისე სიღრმისეულად არ უყურებენ, როგორც მორიელები. ამიტომაც, ღირებულებებისა და ხასიათის აცდენა ხშირად კონფლიქტს იწვევს და ისინი მალევე შორდებიან.

 

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
ყველაზე ცუდი პარტნიორი: მერწყული

კირჩხიბები ყოველთვის ძლიერი და თბილი ურთიერთობებისკენ ისწრაფვიან, რომლებშიც მათ ექნებათ შესაძლებლობა სიტყვასიტყვით შეერწყან პარტნიორს. ისინი მას პატივისცემით მოეპყრობიან და როგორც ამბობენ, არც ერთ სუნთქვას არ დატოვებენ უყურადღებოდ. ბევრი რომანტიკა, ტაქტილობა, ტკბილეული, თაიგულები – ეს მათთვის ურთიერთობის იდეალური გეგმაა. მაგრამ მერწყულის შემთხვევაში ყველაფერი ზუსტად პირიქითაა. ამ ნიშნის წარმომადგენელთა უმეტესობა ხშირად მარტოობას ამჯობინებს და თავისუფლება განსაკუთრებით მოსწონს. არ უყვართ გრძნობებზე ლაპარაკი, არ სურთ, მუდმივი ყურადღება, რადგანაც თვლიან, რომ ეს მათ ბორკილებს ადებს. ამიტომაც, როგორც წესი, ეს ორი ნიშანი ერთად ყოფნას ვერ ახერხებს.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
ყველაზე ცუდი პარტნიორი: ქალწული

შესაძლოა, უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ თავდაჯერებული, ლიდერული თვისებების მქონე ლომები შინაგანი ენერგიის შევსებას მუდმივად საჭიროებენ. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის ახლოს იყოს ვინმე, ვინც შეახსენებს, რამდენად კარგები არიან. ქალწულებს კი ასეთი რამ არ შეუძლიათ. გრძნობებს ხშირად ვერ გამოხატავენ და არც გადამეტებული შექება უყვართ. მათი კეთილგანწყობის მოპოვება ზუსტად შესრულებული საქმეებითა და დავალებებითაა შესაძლებელი. გაკრიტიკებაც უყვართ და ღიად საუბრობენ იმ ნაკლზე, რასაც ხედავენ. ამიტომაც, დროთა განმავლობაში, ამაყი და თავდაჯერებული ლომი, ქალწულთან ურთიერთობისას საკუთარ თავდაჯერებულობას კარგავს და თავს ცუდად გრძნობს. მათ ხომ შენიშვნების მიღება არ უყვართ და ქალწულს არც იმაში ეთანხმებიან, რომ რაიმეს გამოსწორება სჭირდებათ. ამიტომაც, მათი კავშირი თავიდანვე წარუმატებლობისთვისაა განწირული.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
ყველაზე ცუდი პარტნიორი: სასწორი

ქალწულებისთვის ყველაზე მარტივი ურთიერთობებიც კი პასუხისმგებლობასთან და ერთგვარ საქმესთან ასოცირდება. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ დაისვენონ და გარკვეული საკითხები უყურადღებოდ დატოვონ. ამიტომაც, დღითი დღე ცდილობენ, რომ პარტნიორთან არა ზედაპირული, არამედ ძლიერი, სანდო კავშირი შექმნან. სასწორთან კი ყველაფერი პირიქითაა. ისინი პასუხისმგებლობებსა და სერიოზულ ურთიერთობებს ხშირად გაურბიან. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულ ეტაპზე იმ ადამიანთან, რომელთანაც არიან, თავი კარგად იგრძნონ. არ უყვართ მკაცრი რუტინა და თავისუფლება მოსწონთ. ამიტომაც, როგორც წესი, ეს ორი ნიშანი ერთმანეთს კატეგორიულად ვერ უგებს.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
ყველაზე ცუდი პარტნიორი: ვერძი

სასწორს მშვიდად და კომფორტულად ცხოვრება უყვარს, ევერესტის დაპყრობას არ ცდილობს და კმაყოფილია იმით, რაც იმ მომენტში აქვს. ამიტომ დაუოკებელი ვერძის ტემპერამენტი, მუდმივი მოთხოვნები და აქტიურობა მათთვის ნამდვილი თავის ტკივილი გახდება. სასწორი წვრილმანებს აფასებს, არ აქვს საკუთარი თავის წარმოჩენის დაუძლეველი სურვილი. ვერძი კი პირიქითაა. მუდმივად ყურადღებასა და პარტნიორის მხრიდან განვითარებას ითხოვს. ამიტომაც, ამ ორ ნიშანს შორის ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბება თითქმის შეუძლებელია.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
ყველაზე ცუდი პარტნიორი: ტყუპები

მორიელები თავისუფლებისმოყვარე ტყუპებს, რომლებსაც შესაძლოა, ხშირად პასუხისმგებლობისა და ვალდებულებისაგან გაქცევა სურდეთ, ვერასოდეს შეეგუებიან. ტყუპები, როგორც წესი, შესანიშნავი მოსაუბრეები არიან, უყვართ ხუმრობა, სხვებისთვის დადებითი განწყობის შექმნა. ამიტომაც, თავდაპირველად, შესაძლოა, ამ ორმა ნიშანმა კარგად გაუგოს ერთმანეთს. მაგრამ, პრობლემები, როგორც წესი, მალევე იწყება. მორიელები საოცრად ერთგული ადამიანები არიან და მზად არიან, მთელი სამყარო მათი საყვარელი ადამიანის ირგვლივ ბრუნავდეს. ტყუპებს კი ფლირტი, ზედაპირული ურთიერთობებიც მოსწონს და ამიტომაც, ღალატიც ხშირია. ეს ორი ნიშანი არსებული განსხვავებების უგულებელყოფას ვერ ახერხებს და მალევე შორდებიან.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
ყველაზე ცუდი პარტნიორი: კირჩხიბი

როგორც ამბობენ, სანამ მშვილდოსანი საბოლოოდ მიხვდება, რომელ პარტნიორთან იქნება ყველაზე კომფორტულად, საკმაოდ დიდ გზას გადის. ეს ცეცხლოვანი რჩეულს მრავალი მკაცრი კრიტერიუმით აფასებს. მაგრამ ამავე დროს, ისინი დათმობებზე წასასვლელად ყოველთვის მზად არ არიან და ცხოვრება ცვლილებების გარეშე არ შეუძლიათ, რაც კირჩხიბებისთვის სრულიად უცხოა. იმპულსურობა და სიახლის სურვილი მათ აშინებთ. სტაბილურობა და ჰარმონია სჭირდებათ, რომ თავი კარგად იგრძნონ. უყვართ მომავლის დაგეგმვა, ოჯახზე უფრო სერიოზულად ზრუნვა, მშვილდოსნები კი ამ საკითხზე ამდენს არც ფიქრობენ და არც ნერვიულობენ. ამიტომაც, როგორც წესი, ისინი ურთიერთობის აწყობას ვერ ახერხებენ.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
ყველაზე ცუდი პარტნიორი: ლომი

შრომისმოყვარე, ძალიან პასუხისმგებლიანი თხის რქები დასასვენებლად დროს ძლივს ნახულობენ. მათთვის საქმე უმნიშვნელოვანესია. ლომები კი ამ მიდგომას არ იზიარებენ. სულ უნდათ, გვერდით ჰყავდეთ ადამიანი, რომელიც შეაქებს, გააკერპებს, გაამხნევებს. თხის რქებს ასეთ ურთიერთობაში მშობლის როლის მორგება უწევთ. მაგრამ, როგორც წესი, მალევე იღლებიან, აღარ სურთ, ურთიერთობაში მთავარი პასუხისმგებლობა მხოლოდ თავად აიღონ და უფრო სერიოზული პარტნიორის საძებნელად მიდიან.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
ყველაზე ცუდი პარტნიორი: კურო

მერწყულები თავისუფლებასა და საკუთარ კომფორტს ყველაზე მეტად აფასებენ. ამავდროულად, მათ ყოველთვის აქვთ თავიანთი პოზიცია და ფიქრობენ, რომ ესაა ის, რაც მეორე პარტნიორმა უნდა გაითვალისწინოს. იგივე შეიძლება ითქვას კუროზეც. საკუთარი წესებითა და გეგმებით ცხოვრობენ და არ უყვართ, როცა ვინმე ამ გეგმების შეცვლას დააპირებს, ან გარდაქმნას მოსთხოვს. ზოდიაქოს ორ ყველაზე ჯიუტ ნიშანს შორის მუდმივი კამათი და გაუგებრობები ადრე თუ გვიან დაშორებით დასრულდება.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
ყველაზე ცუდი პარტნიორი: თხის რქა

მეოცნებე თევზებს თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი, ან კიდევ მგრძნობიარე ადამიანი სჭირდებათ, რომელიც მათ ზღაპრულ ფანტაზიებს გაიზიარებს და ახდენაში დაეხმარება. ეს ყველაფერი თხის რქებისთვის უცხოა, რადგანაც მათ ფხიზელი გონებით ხელმძღვანელობა და მკაფიო, სერიოზული გეგმის შესრულება სჩვევიათ. მათი ცხოვრების აზრი თვითგანვითარება და ფულის შოვნაა, ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლებს დროდადრო თევზების სიტყვები და ქცევები აღიზიანებთ. რადგანაც, თევზები ყოველთვის ამბობენ, რომ მატერიალური ფასეულობები მნიშვნელოვანი არ არის. ღირებულებების აცდენა კი ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს და მალევე შორდებიან.

წყარო: შენი ჰოროსკოპი 

გაზიარება81

დაკავშირებული -პოსტები

მძიმე ავარია ხობში – არიან დაშავებულები

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთ ავტომობილში მყოფი 2, ხოლო მეორე ავტომობილში მყოფი 4 ადამიანი დაშავდა....

დაწვრილებითDetails

თამაზ ელიზბარაშვილი ყვება რა მოხდა რესტორნში

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ აღიარებს – ადვოკატი
მთავარი

მე ვარ უდანაშაულო. ბრალდება, რაც პროკურატურამ წამიყენა, არის თითიდან გამოწოვილი. ციხით რომ მაშინებს პროკურორი, ციხეშიც შევალ და იქიდან ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ! მე დანაშაული არ ჩამიდენია, ბატონო მოსამართლევ,- ეს განცხადება მუქარის...

დაწვრილებითDetails

თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ აღიარებს – ადვოკატი
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომას თამაზ ელიზბარაშვილიც ესწრებოდა, რომელიც სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზეა ბრალდებული. დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე...

დაწვრილებითDetails

ქონების გადასახადის 40 000 ლარიანი ზღვარი შეიცვლება – რას უნდა ელოდონ მოქალაქეები

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

ორშაბათს-სამშაბათს საბოლოო განხილვები გვექნება და ამის შემდეგ, სავარაუდოდ, პარლამენტის კომიტეტი დააინიცირებს აღნიშნულ საკითხს - ამ ეტაპზე ცვლილებები იქნება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე და არ იქნება კომერციული სუბიექტების მიმართ, რაზედაც გაგრძელდება რეფორმა...

დაწვრილებითDetails

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი” მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 000 000 ლარი შეგროვდა
მთავარი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. "ამ წლის 31 ივლისს ხელშეკრულება დაიდო იტალიურ კომპანია "იტალფარმაკოსთან" - მედიკამენტ "ჯივინოსტატის" მწარმოებელ...

დაწვრილებითDetails

ყაზახეთში შესვლა ფასიანი ხდება

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
ყაზახეთში შესვლა ფასიანი ხდება
მთავარი

2026 წლის 1-ელი ნოემბრიდან ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა ფასიანი ხდება. ინფორმაცას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.  ამასთან, ამავე პერიოდიდან უცხოელებს ქვეყანაში შესვლისას ელექტრონული ნებართვის (ETA) მიღება დასჭირდებათ. ახალი სისტემა, სახელწოდებით QazETA, ქვეყანაში სატესტო...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისიდან 53კმ-ში, ქალაქ გორში მოხდა. მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით, 11:55-ზე დაფიქსირდა.

დაწვრილებითDetails

ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ აკრძალვა – რა გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის სასამართლომ

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ აკრძალვა – რა გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის სასამართლომ
მთავარი

მერილენდის შტატის ფედერალურმა რაიონულმა სასამართლომ გადაწყვიტა, შეაჩეროს ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა, ე.წ. „სამშობიარო ტურიზმის“ აკრძალვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ CBS News-ი წერს. 2 სექტემბერს, აშშ-ის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დებორა ბორდმანმა დროებით დაბლოკა...

დაწვრილებითDetails

რომელი პროდუქტები გაიაფდა აგვისტოში

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
იმერეთზე სუპერმარკეტების შემოსავალების მხოლოდ 7.4% მოდის – რომელი რეგიონია ლიდერი
ეკონომიკა

საქსტატის მიხედვით, 2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის აგვისტოში, გასული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 3 366 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3243 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს
მთავარი

მონიტორინგის დაწყებიდან 3 წელში, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 20 727 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"