ჩოხატაურში უცნობმა პირებმა ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელს თანხა გასტაცეს და მიიმალნენ.
გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელები ცივი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი.
წაღებული თანხის ოდენობა უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.