LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
. ღორის გრიპი, ანუ H1N1 არსად წასულა-მაია ბუწაშვილი

. ღორის გრიპი, ანუ H1N1 არსად წასულა-მაია ბუწაშვილი

დაპოსტა 2024/01/10-ში
A A
63
ნახვა
გაზიარება

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, წელს ისეთივე გრიპის სეზონია, როგორიც ყოველთვის იყო, უბრალოდ გრიპს ადამიანები ხშირად სერიოზულ დაავადებად არ აღიქვამენ. მისივე თქმით, სინამდვილეში გრიპი არც ისე “უბრალოა” და მასთან სიფრთხილეა საჭირო.

ბუწაშვილი ასევე განმარტავს, რომ ე.წ. ღორის გრიპი, ანუ H1N1 არსად წასულა და 2009-2010 წლის პანდემიის დასრულების შემდეგ H1N1 სეზონური გრიპის ვირუსის სახით ყოველწლიურად გვევლინება.

მისივე თქმით, ამ ქვეტიპებს კლინიკური მნიშვნელობა ნაკლებად აქვს და პრაქტიკულად ყველა ერთნაირი სიმპტომებით მიმდინარეობს:

ამჟამად ბევრი მითქმა-მოთქმაა გრიპის ვირუსის ქვეტიპების შესახებ. ბევრი შფოთავს, რომ „ღორის გრიპი დაბრუნდა“. საქმე იმაშია, რომ ეს ე.წ. ღორის გრიპი, ანუ H1N1 არც არსად წასულა. როგორც გვახსოვს, 2009-2010 წლის პანდემია ამ ვირუსით იყო გამოწვეული და პანდემიის დასრულების შემდეგ H1N1 სეზონური გრიპის ვირუსის სახით ყოველწლიურად გვევლინება. გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია. მასთან ერთად გრიპის ვირუსის სხვა ქვეტიპებიც გვხვდება. შესაბამისად, გრიპის ვაქცინაში გათვალისწინებულია ვირუსის ოთხი სხვადასხვა, სეზონზე ყველაზე ხშირად ცირკულირებადი ტიპები.

ამ ქვეტიპებს კლინიკური მნიშვნელობა ნაკლებად აქვს. პრაქტიკულად ყველა ერთნაირი სიმპტომებით მიმდინარეობს. ამიტომ კლინიკურ პრაქტიკაში როდესაც ვატარებთ ტესტირებას, ზოგადად გრიპის დიაგნოზი ისმევა (ეს ტესტი განასხვავებს A და B ტიპის ვირუსებს). ტესტირების შედეგად გრიპის დიაგნოზის დასმა მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ განვასხვავოთ ბაქტერიული ინფექციისგან (მაგალითად, ბაქტერიული ანგინისგან) და არასაჭიროდ არ დაინიშნოს ანტიბიოტიკები.

ბუწაშვილი ამბობს, რომ მაღალი რისკის ჯგუფები, ხანდაზმულები და ორსულები ამ სეზონზე მაქსიმალურად უნდა ერიდებოდნენ თავშეყრის ადგილებს, ან იყენებდნენ პირბადეს. მისივე თქმით, სიფრთხილე პირველ რიგში გამოიხატება ვაქცინაციით:

“გრიპი ყოველთვის იყო და ახლაც რჩება სერიოზულ დაავადებად. იწვევს ძალიან შემაწუხებელ სიმპტომებს და აქვს გართულებების რისკი (ფილტვების ანთება, ბრონქიტი და სხვ.). ყოველ წელს ადამიანები აღნიშნავენ, რომ წელს რაღაც განსაკუთრებული, საშინელი ვირუსი შეხვდათ, თუმცა რეალურად გრიპი ყოველთვის იყო და სამწუხაროდ დარჩება ინფექციად, რომელიც დიდ პრობლემებს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. იწვევს ძლიერ საერთო სისუსტეს (ზოგჯერ გახანგრძლივებულს), თავის, კუნთების და სახსრების ტკივილს. სურდო და ხველა შეიძლება იყოს ან არ იყოს გამოხატული. ხველა ზოგჯერ ძალიან ხანგრძლივდება და ეს ადამიანებს აშინებთ. თუ სველი, ანუ ნახველით გამოხატული ხველაა, მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ქვედა სასუნთქი გზების დაავადება (ზოგჯერ საჭირო ხდება რენტგენოგრაფია), რომ შეფასდეს ანტიბიოტიკის საჭიროება. ადრე ვრცელი პოსტი მივუძღვენი ხველას და ამიტომ ახლა აღარ გავიმეორებ.

მოკლედ, წელს ისეთივე გრიპის სეზონია, როგორიც ყოველთვის იყო. უბრალოდ გრიპს ადამიანები ხშირად სერიოზულ დაავადებად არ აღიქვამენ – „უბრალო გრიპია“. სინამდვილეში არც ისე „უბრალოა“ და მასთან სიფრთხილე გვმართებს. პირველ რიგში ეს არის ვაქცინაცია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ორსულებისთვის ვაქცინა წინააღმდეგნაჩვენები არ არის და პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია (სამწუხაროდ დღემდე რჩება არასწორი რჩევები, რომ ორსულები უნდა მოერიდონ გრიპზე ვაქცინაციას).

მაღალი რისკის ჯგუფები, ხანდაზმულები და ორსულები ამ სეზონზე მაქსიმალურად უნდა ერიდებოდნენ თავშეყრის ადგილებს, ან იყენებდნენ პირბადეს, რომელიც მხოლოდ კორონავირუსისგან დასაცავი საშუალება არ არის, გრიპისგან თავის დასაცავადაც ეფექტურია”

გაზიარება25

დაკავშირებული -პოსტები

ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
მოსალოდნელი ამინდის შესახებ  გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
ამინდი

2 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი.   მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.   ბათუმშიც მზეა....

დაწვრილებითDetails

2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   სარისკო საქმეებისგან თავი შეიკავეთ, საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ უფრო გამოცდილ პროფესიონალებს, ეს სასიკეთო იქნება თქვენთვის.   კურო   დიდი ალბათობით, დღეს, წარმატებით შეძლებთ თქვენი გეგმების განხორციელებას და შესაძლოა, კარიერულადაც...

დაწვრილებითDetails

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
“მოსალოდნელია წვიმა და თოვლი” – ამინდის პროგნოზი
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე ზოგან...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს  უწყვეტ რეჟიმში ატარებენ. სამართალდამცავების მიერ,  ბოლო 72 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული...

დაწვრილებითDetails

დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთების ფასები 1 აპრილიდან გაიზარდა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 1, 2026
0
რამდენი ადამიანი სტუმრობს ოკაცეს კანიონს და რომელი ქვეყანა ლიდერობს ვიზიტორთა შორის
მთავარი

დაცულ ტერიტორიებზე ბილეთების ფასები 1 აპრილიდან გაიზარდა 1 აპრილიდან საქართველოში რამდენიმე დაცულ ტერიტორიაზე შესვლის საფასური გაიზარდა როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის. ცვლილებები ოთხ ძირითად ტურისტულ ლოკაციას ეხება და, დაცული...

დაწვრილებითDetails

გასულ წელს, მოსწავლის სტატუსი 7248 ბავშვს შეუჩერდა, 1366-ს კი შეუწყდა, უმეტესი წილი ბავშვიანი ოჯახების საზღვარგარეთ გამგზავრებას უკავშირდება

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
ბავშვებსაც აღენიშნებოდათ თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება – ქუთაისის 2 სკოლაში კოვიდი დაფიქსირდა
მთავარი

სწავლის მიტოვების მაჩვენებელი 2025 წელსაც მაღალია და მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ ბავშვიანი ოჯახების საზღვარგარეთ გამგზავრებას უკავშირდება - გასულ წელს, მოსწავლის სტატუსი 7248 ბავშვს შეუჩერდა, 1366-ს კი შეუწყდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში Hilton-ის ბრენდის სასტუმრო 1.5 წელში გაიხსნება-ჯამათა ჩარკვიანი

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 1, 2026
0
წყალტუბოში Hilton-ის ბრენდის სასტუმრო 1.5 წელში გაიხსნება-ჯამათა ჩარკვიანი
მთავარი

წყალტუბოში Hilton-ის ბრენდის სასტუმრო 1.5 წელში გაიხსნება - ამის შესახებ BMG-ს ინვესტორმა ჯამათა ჩარკვიანმა განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანია „აკა ჰოლდინგი“ საფასადე და ეზოს მოწყობით სამუშაოებს ასრულებს. პროექტის ფარგლებში...

დაწვრილებითDetails

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი მიმდინარეობს

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი მიმდინარეობს
მთავარი

  შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი მიმდინარეობს  

დაწვრილებითDetails

თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასამართლომ 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო
მთავარი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ისინი 7 თვეზე მეტია, პატიმრობაში არიან, შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებას 5 თვეში დატოვებენ.  2025 წლის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"