LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რამდენი ადამიანი სტუმრობს ოკაცეს კანიონს და რომელი ქვეყანა ლიდერობს ვიზიტორთა შორის

დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთების ფასები 1 აპრილიდან გაიზარდა

დაპოსტა 2026/04/01-ში
A A
43
ნახვა
გაზიარება

დაცულ ტერიტორიებზე ბილეთების ფასები 1 აპრილიდან გაიზარდა

1 აპრილიდან საქართველოში რამდენიმე დაცულ ტერიტორიაზე შესვლის საფასური გაიზარდა როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის. ცვლილებები ოთხ ძირითად ტურისტულ ლოკაციას ეხება და, დაცული ტერიტორიების სააგენტოს განმარტებით, მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესებას.

ახალი ტარიფების მიხედვით, რიგ შემთხვევებში ბილეთების ფასი განსაკუთრებით უცხოელებისთვის მნიშვნელოვნად – ზოგჯერ ორმაგადაც – გაიზარდა. პარალელურად, სააგენტომ ვიზიტორებისთვის ახალი შეთავაზებაც დანერგა – ე.წ. „კომბო ბილეთები“, რომლებიც რამდენიმე ობიექტის ერთიან ფასად მონახულების შესაძლებლობას იძლევა.

📍 რა იცვლება კონკრეტულად:

მარტვილისა და ოკაცეს კანიონებზე შესვლის საფასური გაიზარდა — საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთის ფასი 12 ლარიდან 16 ლარამდე გაიზარდა, ხოლო უცხოელებისთვის მარტვილის კანიონზე ფასი გაორმაგდა და 40 ლარი გახდა. ოკაცეს კანიონზე კი უცხოელებისთვის ტარიფი 20-დან 30 ლარამდე გაიზარდა.

პრომეთეს მღვიმეში შესვლა ასევე გაძვირდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბილეთის ფასი 25-დან 40 ლარამდე გაიზარდა, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის — 13-დან 16 ლარამდე. დამატებით, მღვიმეში ნავით გადაადგილების სერვისიც გაძვირდა უცხოელებისთვის და 20 ლარიდან 30 ლარამდე გაიზარდა.

სათაფლიის დაცულ ტერიტორიაზე უცხოელებისთვის შესვლა 20 ლარიდან 30 ლარამდე გაიზარდა, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის ფასი 10-დან 15 ლარამდე გაიზარდა.

ამასთან, ოკაცეს ჩანჩქერსა და ნავენახევის მღვიმეში შესვლის ტარიფი უცვლელი დარჩა. თუმცა, ეს ობიექტები „კომბო ბილეთებში“ გაერთიანდა, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს ერთ ბილეთად რამდენიმე ლოკაცია მოინახულონ.

 

• პრომეთეს მღვიმე + ნავენახევის მღვიმე
ბილეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის (გარდა არასრულწლოვანებისა) – 20 ლარი
ბილეთი სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 45 ლარი
• პრომეთეს მღვიმე + სათაფლიას მღვიმე + ნავენახევის მღვიმე
ბილეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის (გარდა არასრულწლოვანებისა) – 35 ლარი
ბილეთი სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 75 ლარი
• მარტვილის კანიონი + კინჩხას ჩანჩქერი
ბილეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის (გარდა არასრულწლოვანებისა) – 22 ლარი
ბილეთი სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 50 ლარი
• მარტვილის კანიონი + ოკაცეს კანიონი + კინჩხას ჩანჩქერი
ბილეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის (გარდა არასრულწლოვანებისა) – 38 ლარი
ბილეთი სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 80 ლარი
• ოკაცეს კანიონი + კინჩხას ჩანჩქერი
ბილეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის (გარდა არასრულწლოვანებისა) – 22 ლარი
ბილეთი სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 40 ლარი
• პრომეთეს მღვიმე + მარტვილის კანიონი + ნავენახევის მღვიმე
ბილეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის (გარდა არასრულწლოვანებისა) – 35 ლარი
ბილეთი სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 85 ლარი
• პრომეთეს მღვიმე + მარტვილის კანიონი + კინჩხას ჩანჩქერი
ბილეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის (გარდა არასრულწლოვანებისა) – 38 ლარი
ბილეთი სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 90 ლარი
#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები

გაზიარება17

დაკავშირებული -პოსტები

“მამუკა მდინარაძე ცდილობს ჩრდილიდან გამოსვლას, მას დაუნიშნეს ასინეთა, თუმცა ახლა შინაპატიმრობიდან ათავისუფლებენ და ცდილობს ორი კაპიკი იშოვოს, იმიტომ, რომ ეს ორი კაპიკიც ბიძინა ივანიშვილთან ექნება მისატანი”- ლაშა ფარულავა

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
ხმა ამოიღე, ღარიბაშვილო! იქნებ დახმარება სწორედ იქიდან მიიღო, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდები – ლაშა ფარულავა
მთავარი

მამუკა მდინარაძე ცდილობს ჩრდილიდან გამოსვლას, მას დაუნიშნეს ასინეთა, თუმცა ახლა ნებართვა აიღო, შინაპატიმრობიდან ათავისუფლებენ. შექმნა საკონსულტაციო კომპანია და ცდილობს ორი კაპიკი იშოვოს, იმიტომ, რომ ეს ორი კაპიკიც ბიძინა ივანიშვილთან ექნება...

დაწვრილებითDetails

ვისთვის შეიცვლება სესხის აღების პირობები

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება
მთავარი

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2.000 და 2.500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის სესხის მომსახურებაზე უფრო მკაცრი - 25%-იანი ლიმიტი გავრცელდება. ცვლილება ეხება სესხის მომსახურების კოეფიციენტს, რომელიც აჩვენებს, მსესხებლის ყოველთვიური შემოსავლის რა...

დაწვრილებითDetails

გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა, საკანში მყოფს, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა – ადვოკატი

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური აღარ შეეხებათ
მთავარი

ადვოკატის, მარიკა არევაძის განცხადებით, რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება. როგორც უფლებადამცველი სოციალურ ქსელში წერს, გიორგი არევაძემ მასთან საუბრისას განაცხადა, რომ ფანჯრიდან, ორმა ბადრაგმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა,...

დაწვრილებითDetails

აივნიდან 12 წლის გოგო გადავარდა – როგორია მდგომარეობა

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ერთ-ერთი კორპუსის მე-3 სართულის აივნიდან 12 წლის გოგო გადმოვარდა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მოზარდი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. 12 წლის გოგო სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის დროს კონტაქტური...

დაწვრილებითDetails

“ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები”- პაატა კვიჟინაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
“ფასები ისე არ იზრდება, როგორც იზრდება პენსია და ხელფასი…”- პაატა კვიჟინაძე
მთავარი

გუშინ დასრულდა ბიუჯეტის განხილვის პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავდა კომიტეტებში და ფრაქციებში განხილვას. ამის შემდეგ შენიშვნებით გადავა მთავრობაში და გადამუშავებული ვარიანტი დაგვიბრუნდება ნოემბერში. რა აჩვენა ბიუჯეტის განხილვამ? - აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტი...

დაწვრილებითDetails

ბაღდათის საპატიო მოქალაქე შაქრო კვირიკაშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
ბაღდათის საპატიო მოქალაქე შაქრო კვირიკაშვილი გარდაიცვალა
მთავარი

ბაღდათში შაქრო კვირიკაშვილს ემშვიდობებიან. იგი გახლდათ ბაღდათის საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენის კავალერი. შაქრო კვირიკაშვილის სახელი და საქმიანობა ბაღდათის ისტორიასთან, მის განვითარებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებასთან განუყოფლად არის დაკავშირებული. 1964 წლიდან...

დაწვრილებითDetails

წვიმა და ელჭექი – როგორი ამინდია მოსალოდნელი

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი ცვალებადი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზის მიხედვით, ზოგიერთ რეგიონში ნალექია მოსალოდნელი, თუმცა ცალკეულ დღეებში გამოიდარებს და ტემპერატურაც შედარებით მოიმატებს. 13 ოქტომბერს ქვეყნის ცალკეულ რაიონებში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის...

დაწვრილებითDetails

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
მთავარი

ღვთისმშობლის ხატი - „ბოროტ ფიქრთა და ზრახვათა განმდევნელი“ - ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას არაწმინდა ზრახვების, სასოწარკვეთილების, სევდის, შფოთვისა, შიშების და დეპრესიის დროს...  ლოცვა: ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთის მშობელო,წმიდითა და ყოვლადძლიერითა...

დაწვრილებითDetails

სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
რა ჯდება მართვის მოწმობის აღება
მთავარი

სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს: „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად...

დაწვრილებითDetails

კავშირი საერთოდ აღარ მაქვს – ქუთაისში, სტუდენტი 22 000 ლარამდე თანხას დაეუფლა და მიიმალა

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
აწსუ-ის ლექტორები გაფიცულ სტუდენტებს მხარს უჭერენ
მთავარი

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტმა თანატოლებისგან 22 000 ლარამდე მიითვისა და მიიმალა. ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. სტუდენტების განცხადებით, პრობლემის შესახებ საქმის კურსშია როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ისე შინაგან საქმეთა სამინისტრო....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"