,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ უკვე გააკეთა არჩევანი. მან ხმა ქუთაისში, #14 საარჩევნო უბანზე მისცა .
„ქუთაისის #23 მაჟორიტარული ოლქის # 14 საარჩევნო უბანზე დღეს მეც ისე მივედი, როგორც რიგითი ამომრჩეველი და უკვე მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი.
ზუსტად ვიცი, ღირსეული, გონივრული და სამართლიანი არჩევანი გავაკეთე. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანიც ასე მოიქცევა, მივა საარჩევნო ყუთთან და საქართველოს საუკეთესო მომავალს მისცა ხმა.
მე ჩემს თანაქალაქელებთან ერთად გავიარე წინასაარჩევნო პერიოდი და მათთან ერთად ვიქნები ყოველთვის, როგორც ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.
კიდევ ერთხელ გეუბნებით ყველას მადლობას ნდობისა და მხარდაჭერისთვის!
მშვიდობიან, ძლიერ და წარმატებულ საქართველოში გვეცხოვროს! „- განაცხადა ზაზა ლომინაძემ და ქუთაისელებს მოქალაქეობრივი აქტიურობისკენ მოუწოდა.
“ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გალუზინი თბილისში ჩამოვა და ჩამოიტანს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მოთხოვნას!” – ხატია დეკანოიძე
კობახიძემ დაადასტურა მოსკოვში და თბილისში ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრა. გუშინდელი დადგმული “გაოგნებული” ზურაბაშვილის ბოდვა დღეს ივანიშვილმა კობახიძეს გაასწორებინა, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერმა ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით,...










