“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ. ეს არ ცვლის ჩვენი გადაწყვეტილების შეცვლას, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, ამ ქვეყნის მომავალზე, ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. არავის ეშინია ამ სანქციების. ერთხელ ვთქვით უკვე და ნუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ… არანაირი შეტყობინება [არ მიმიღია], ეს არის არასერიოზულია ყველაფერი, რაც ხდება და ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი, რაც ხდება. […] თქვენ შეგიძლიათ ახსნათ ერთი მიზეზი, რატომ შეიძლება მმართველი გუნდის წარმომადგენლები იყვნენ დასანქცირებული. […]ღიმილის მომგვრ ლია უბრალოდ სანქციებზე საუბარი, გულწრფელად გეუბნებით”. – ამბობს “ოცნების” გენერალური მდივანი, კახი კალაძე აშშ-ის სანქციებზე
თბილისში, მოქალაქე დააყაჩაღეს
თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე, ყაჩაღობა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მამაკაცმა მოქალაქე დააყაჩაღა. სამართალდამცავებმა აღნიშნული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ადგილზე პოლიციელები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს,...









