ცხოველთა უფლებადამცველები დღეს სამუშაო შეხვედრას გამართავენ, სადაც პარლამენტის თავჯდომარესა და კანონმდებლობის ინიციატორს მაია ბითაძეს იწვევენ. შეხვედრაზე კანონმდებლობის ხარვეზებსა და შენიშვნებზე ისაუბრებენ. თამაზ ელიზბარაშვილის თქმით, თუ მსგავსი კანონპროექტი ძალაში შევა, ეს მიუსაფარი ცხოველების ხოცხვა-ჟლეტვას გამოიწვევს. ცხოველთა უფლებებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციები საზოგადოებას მოუწოდებენ ამ კანონის მიღება არ დაუშვან.
“განვიხილავთ ამ მკვლელ კანონპროექტს და შევიტანთ ჩვენს შენიშვნებს. ამ კანონის მიღების შემთხვევაში ქუჩის უპატრონო ძაღლს გამოუცხადეს ომი. ყველა უპატრონო ძაღლი უნდა გადაიყვანონ სასაკლაოზე და დახოცონ. აღწერილი არ აქვთ რამდენი ქუჩის მიუსაფარი ძაღლია საქართველოს მასშტაბით და გამოდიან და ამ სისულელეს, ამ ტყუილს უწევენ პროპაგანდას. უნდა შევაჩეროთ ქუჩის უპატრონო ძაღლების ხოცვა-ჟლეტა.” – განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა “მთავართან” საუბრისას.










