,,მეგობრებო,ნიკეა-ვაკისუბნის დამაკავშირებელ გზაზე ქუჩის აგრესიული ძაღლების ხროვის შეტევის ობიექტი(უნდა დავაზუსტო – მარტო ვიყავი და ჩარლი არ მახლდა, თორემ…) გავხდი.
ხო,ძაღლებზე რა თქმა უნდა ვგიჟდები, მაგრამ როცა მკბენენ მაშინ – არა!
საშუალო ზომის,ხუთამდე ძაღლი იქნებოდა,მე კიდე ხელში დედას პატარა, გასაშლელი ქოლგა მეკავა.
მოკლედ,ამ ქოლგით გადავწყვიტე თავის დაცვა, პირველი ეფექტი ქოლგის ტკაცანით გაშლას მოყვა, ხოლო გაშლილ ქოლგას უკვე ისე ოსტატურად ვხმარობდი, როგორც ფილმ “კინგსმენში”, ის მთავარი გმირი.
ძაღლებს როგორც ჩანს არასოდეს შეხვედრიათ ქოლგიანი,ან ჩემსავით ვირტუოზულად ქოლგით მოფარიკავე მამაკაცი და გაოცებისგან ეგრევე გაიქცნენ…
ეეჰ,მძიმე დრო დაგვიდგა, მეგობრებო. სადღაც 10-11 წლის წინ(ნაციონალების დროს), ზუსტად მაგ ადგილებში ორი გაჩხინკორებული, ფსიქიკურად გაწონასწორებული,მშვიდი ძროხა ძოვდა ბალახს.” – წერს კოტე რატიანი სოციალურ ქსელში.










