ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ორმა პაციენტმა დატოვა. მესამე პაციენტი კლინიკას საღამოს დატოვებს. ისინი ე.წ. წყალტუბოს კლასტერს განეკუთვნებოდნენ.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს 32 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.
კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით შვიდი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.