ქართულ-გერმანული ცენტრისა და ქუთაისის მერიის ორგანიზებით სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მორიგი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ქართულ-გერმანული ცენტრის პარტნიორი ორგანიზაცია „მეიჯერელ საქართველო“ და ცენტრის მეგობარი გერმანელები გერმანიის ქალაქ ვადერიდან, ერთობლივად, 80 ოჯახს დაეხმარნენ.
დახმარების პაკეტი მოიცავს როგორც სურსათს, ასევე საყოფაცხოვრებო და ჰიგიენურ საშუალებებს. ამანათების განაწილება სპორტის სასახლიდან მოხდა. დახმარების პაკეტების დარიგებას მერიის ადმინისტრაციული ერთეულები და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები უზრუნველყოფენ.










