ქუთაისის ცხელების ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი რვა საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხი უარყოფითია. ცენტრის დირექტორის, არჩილ მუკბანიანის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებას 15-მა პაციენტმა მიმართა.
ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, მათგან ხუთს კორონავირუსზე ანალიზს აუღებენ და ლაბორატორიაში გადააგზავნიან.
მისივე თქმით, შესაძლოა, მიიღონ მითითება, რომ კორონავირუსზე ანალიზი „ცხელების ცენტრში“ შესულ ყველა პაციენტს აუღონ. გადაწყვეტილება დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
საქართველოში კორონავირუსი 399 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 93 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
Imedinews.ge