ქუთაისში 70 წლამდე ქალი მე-9 სართულიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ავტოქარხანაში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა.
როგორც თვითმხილველი “მეგა ტვ”-ს უყვება მეზობლები და ბავშვები ეზოში იმყოფებოდნენ, როდესაც ქალი ფანჯრიდან გადმოხტა. მეზობლების ინფორმაციით ქალი ბოლო დღეების განმავლობაში გაღიზიანებული იყო და ამბობდა მომაქციეთ ყურადღებაო. მათივე თქმით ასაკოვანი ქალი მარტო ცხოვრობდა და მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
როგორც შსს-ში აცხადებენ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.









