ქუთაისის „ცხელების ცენტრში“ 11 პაციენტის ანალიზის პასუხი უარყოფითია – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა არჩილ მუკბანიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ამჟამად შვიდი პაციენტი იმყოფება და ყველა მათგანს ანალიზს აუღებენ.