? “გამოძახების ადგილი ქუჩა, გაზგასამართი სადგური. ქუთაისში, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას შუახნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდა. პაციენტს არ ჰქონდა პულსი და არ აღენიშნებოდა გულისცემა. ბრიგადის წევრებმა დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, გამოყენებულ იქნა ელექტროშოკი და მე-16 წუთზე გულისცემა და სუნთქვა აღდგა. პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებითა და სტაბილური მდგომარეობით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი. აღსანიშნავია ის ამბავიც რომ დღეისათვის პაციენტი კლინიკიდან გაწერილია და თავს კარგად გრძნობს. გვეამაყება: პარამედიკოსი – გიორგი გაბედავა, ექთანი – ლანა გაბელაშვილი, მძღოლი – კახაბერ ღვინიანიძე” | წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”
გთხოვთ ნუ დაანგრევთ სოფელს, ნუ გაგვამწარებთ – საკრებულოში სიტყვის გამოსვლისთვის მისული შუქრუთის პროტესტის მონაწილე გარდაიცვალა
გთხოვთ ნუ დაანგრევთ სოფელს, ნუ გაგვამწარებთ - საკრებულოში სიტყვის გამოსვლისთვის მისული შუქრუთის პროტესტის მონაწილე გარდაიცვალა - ინფორმაციას ნოდარ ჩაჩანიძე ავრცელებს. "ძალიან მძიმე ამბავი მოხდა გუშინ ჭიათურაში... სოფელ შუქრუთიდან რამდენიმე ადამიანი...









