ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კოვიდ 19-ით კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს. შუახნის მამაკაცი კლინიკაში წყალტუბოს მუნიციპლაიტეტის სოფელ ფარცხანაყანებიდან გადაიყვანეს.
ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით 24 პაციენტი მკურნალობს, აქედან 12-ს პნევმონია აღენიშნება.
სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არა კრიტიკული. კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა შორის სამი მცირეწლოვანია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფიოებელია.
საქართველოში კორონავირუსი 306 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 69 უკვე გამოჯანმრთელდა.