ქუთაისში უბედური შემთხვევა მოხდა. 65 წლის ქალი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა.
დაშავებული მძიმე დაზიანებებით იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.