27 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +26 და ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი.
მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზე იქნება, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. მზე ზუგდიდშიც იქნება, დღისით ტემპერატურა +26, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც მზიანი დღეა. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მზეა. დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხშიც მზიანი ამინდი იქნება. დღისით +17 გრადუსი, ხოლო ღამით +8 გრადუსი იქნება.
ამბროლაურშიც მზიანი ამინდია. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში მზიანი ამინდია, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც მზიანი დღეა, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.
ნალექს არ ელოდებიან ახალქალაქშიც. ტემპერატურა დღისით +18, ღამით კი +8 დაფიქსირდება.
ბორჯომში უნალექო დღეა, +18 იქნება დღისით, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება და იქნება მზე.
გუდაურშიც მზიანი ამინდია. დღის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით, 9 ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. არ იწვიმებს.
ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღე იქნება გურჯაანში. დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც ხანმოკლე წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.










