დღეს, 7 დეკემბერს 15:00 საათზე ქუთაისში სტუდენტური მარში გაიმართება. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბებიან მსვლელობას იქიდან დაიწყებენ.
აწსუ-ის, KIU-სა და UNIK-ის სტუდენტები თავის საპროტესტო ხმას მთელ ქალაქს გააგონებენ. ახალაგზარდები თანატოლებს მოუწოდებენ შეუერთდნენ მათ.
ქუთაისში, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, საპროტესტო აქციები მე-9 დღეა იმართება. მოქალაქეების პროტესტი 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ დაიწყო, რაც მან განაცხადა რომ ქვეყანა ევროკავშირთან მოლაპარაკებების ფანჯარასა 2028 წლამდე ხურავს.










