ქუთაისში სპეციალურმა სერვისებმა საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა – ამის შესახებ ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს ა(ა)იპ სპეციალური სერვისების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი მჟავანაძემ განუცხადა.
მისივე თქმით ქალაქში მობილიზებულია სპეც-ტექნიკა.
“რადენიმე საათის უკან თოვლის სახით მოსული ინტესიური ნალექის გამო სპეციალურმა სერვისებმა მიიღო გადაწყვეტილება და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. მობილიზებულია ჩვენს ხელთ არსებული 12 ერთეული სპეც-ტექნიკა. მანქანები დატვირთულია ინერტული მასალით და მიმდინარეობს მათი ცხელ ლოკაციებზე გადანაწილება. ამ დროისთვის რაიმე სერიოზული პრობლემა მთელი ქალაქის მასშტაბით არ გაგვაჩნია. ჩვენი მანქანების ლოკაციების ადგილებს წარმოადგენენ გელათის ქუჩა და რელიეფურად ცოტა რთუალდ მისასვლელი გზები. ამ წუთში სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ. თოვლის და ნალექის გაგრძელების შემთხვევაში გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ქალაქში ამ კუთხით პრობლემები არ შეიქმნეს.” – განაცხადა გიორგი მჟავანაძემ.
როგორც ა(ა)იპ სპეციალური სერვისების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა “მეგა ტვ”-თან საუბრისას აღნიშნა ქუთაისში მომდევნო 3 დღის განმავლობაშ თოვაა მოსალოდნელი.
ქუთაისში ტემპერატურა ახლა 2 გრადუსია, ღამით კი ყინვაა მოსალოდნელი.