ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაშე, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე პრესის ჯიხური გატეხეს.
როგორც ადგილზე მოვაჭრეები აცხადებენ შემთხვევა სავარაუდოდ წუხელ ღამით ან დღეს გამთენიისას მოხდა. მათივე თქმით ჯიხუროდან წაღებულია სიგარეტები.
შსს-ს ინფორმაციის გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.