,,ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა პარტია დატოვეს. ამის შესახებ ოპოზიციონერებმა დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. პარტიის მანდატზე უარს ქალაქის 10-დან 7 შტაბის წარმომადგენილი და საკრებულოს ფრაქციის 12-დან 7 დეპუტატი ამბობს.
მათი განცხადებით, პარტიაში არსებული არაფორმალური მმართველობის გამო ისინი თავის მომავალს ,,ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ვეღარ ხედავენ და ნიკა მელიასთან ერთიანდებიან. საკრებულოს დეპუტატები პარტიას ტოვებენ, მარგამ ფრაქციას არა.










