ქუთაისში აღმაშენებელი-ნინოშვილის კვეთაზე მაღაზია “კაი მარკეტი” დააყაჩაღეს.
კომენდანტის საათის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, მაღაზიაში უცნობი პირები დანით შევიდნენ და მუქარით თანამშრომლებს 1 000 ლარი წაართვეს.
შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სსრკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.