მეგა ტვ-ს ინფორმაციით ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე ნასვამი მამაკაცი დააკავეს.
როგორც წყარო გვიყვება , მძღოლი ავტომობილს მაღალი სიჩქარით მართავდა . იგი პოლიციამ გადამოწმების მიზნით გააჩერა, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ის დააკავეს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.










