ქუთაისის ინფექციური 3-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. მათ შორის არის 73 წლის კაცი, რომელსაც თანმხლები სიმსივნური დაავადება ჰქონდა. მეორე პაციენტი ე.წ. თერჯოლის კლასტერიდაა, მესამე კი ვანის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.
კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით კვლავ 23 პაციენტია მოთავსებული. მათგან 3 პაციენტი სტაციონარში დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითიდან შეიყვანეს. მათ სეროლოგიური კვლევებით კორონავირუსი დაუდასტურდათ და უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
საქართველოში კორონავირუსი 411 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 98 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.