“კლინიკა ბომონდი”-ს მედიკოსებმა კორონავირუსით ინფიცირებული ორსული გადაარჩინეს.
38 კვირის კოვიდდადებითი ორსული კლინიკაში ბათუმის მრავალპროფილიანი სამშობიარო სახლიდან შეიყვანეს. კლინიკაში შემოყვანის მომენტში ორსულს მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ორსულს დახმარება კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, მეან-გინეკოლოგმა მამუკა მიქაძემ და გინეკოლოგმა თეონა ლორთქიფანიძემ გაუწიეს.
“დედის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაიგეგმა საკეისრო კვეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ახალშობილს და დედას ჩაუტარდათ ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, რაც შეეხება დედას, მას უგრძელდება მკურნალობის კურსი,”-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.
“კლინიკა ბომონდი”-ს სტაციონარში ამ დროისათვის კოვიდდადებითი 60 პაციენტი გადის მკურნალობას.