კომპანიის ,,თბილისი მედიკი’’ ფილიალი ქ. ქუთაისში გაიხსნა. იმერეთის რეგიონიში, ყველა სამდიცინო ნივთი ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი.
კომპანია „თბილისი მედიკი’’, საქართველოს ბაზარზე 11 წელია, რაც სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის, ავეჯის, სახარჯი მასალის, ქირურგიული ინსტრუმენტების, პაციენტის მოვლის საშუალებების იმპორტითა და რეალიზაციითა დაკავებული.
,,ქუთაისი მედიკი’’ კომპანიის მიერ დასავლეთ საქართველოში გახსნილი კიდევ ერთი ფილიალია, მიმდინარე წლის ოქტომბერში კომპანიამ ფილიალი ბათუმშიც გახსნა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ,,ქუთაისი მედიკის’’ სამედიცინო პროდუქციითა და საინჟინრო მომსახურებით სარგებლობას შეძლებენ არამხოლოდ სამედიცინო დაწესებულებები, არამედ საცალო მომხმარებელებიც, ადამიანები, რომელთაც სახლის პირობებში სჭირდებათ პროდუქცა, სამედიცინო აპარატის მონტაჟი ან ტექნიკური მხარდაჭერა.