ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში კაფე “სავანეს” დემონტაჟი მიმდინარეობს.
აღსრულების პოლიციამ ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა და შენობიდან ნივთების გამოტანა დაიწყო.
“სავანეს” დემონტაჟს მეპატრონეები და ადგილობრივები აპროტესტებენ.
ცნობისთვის, კაფე ,,სავანეს” დემონტაჟის გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის ნოემბერში მიიღო. საქმე ახლა სააპელაციო სასამართლოშიო, თუმცა როგორც აღსრულების პოლიცია აცხადებს ეს მათთვის შენობის დემონტაჟის პროცესში ხელის შემშლელი ფაქტორი არაა.
კაფე ,,სავანე” ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში თითქმის 30 წელია დგას. თუმცა ბოლო ოთხი წელია ქუთაისის მერიასთან სასამართლო დავის გამო აღარ ფუნქციონირებს.
როგორც ცნობილია, კაფე ,,სავანეს” შენობა ხელის შემშლელ ფაქტორად დასახელდა ბულვარის რეაბილიტაციის პროცესში.
მეპატრონეების ინფორმაციის კაფეს ადგილას ოთხგანყოფილებიანი ფანჩატური უნდა მოეწყოს.










