ქუთაისში ვეტერინარიის ფაკულტეტის შექმნას მოითხოვენ, რისთვისაც ხვალიდან ქალაქში ხელმოწერებას შეგროვება იწყება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში საბა სუხიაშვილი ავრცელებს.
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“პირველ სკოლასთან გვაქვს აქტიობა.

ვიწყებთ მუშაობას შემდეგ ინიციატივაზე
” ქუთაისში შეიქმნას ვეტერინარიის ფაკულტეტი “
და ხვალიდან ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, რათა საბოლოოდ ეს ინიციატივა ხელმოწერების თანხლებით წარვუდგინოთ განათლების სამინისტროს.
– ვეტერინარიის ფაკულტეტი არის სამეგრელოში, აჭარაში, კახეთში…
ხოლო ქუთაისსა და მთლიანად იმერეთში ამ ფაკულტეტს ვერსად შევხვდვებით.

ჩნდება პრობლემა: ვისაც უყვარს ცხოველები და უნდა მათზე ზრუნვა და მკურნალობა პროფესიად აქციოს,
იძულებულია წავიდეს სხვა რეგიონში სასწავლებლად რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული ან უფრო უარესი, იძულებული ხდება უარი თქვას ამ პროფესიაზე და სხვა აირჩიოს.
მე ვიცი რომ მოთხოვნა დიდია ამ ფაკულტეტზე მაგრამ საჭიროა ამაში მთელი სამინისტრო და საზოგადოება დავარწმუნოთ.

ასე რომ გელოდებით ყველას ვინც შეძლებთ და ვინც მიესალმებით ამ წამოწყებას თქვენი მხარდაჭერა ხელმოწერებში დაგვიდასტურეთ


გელოდებით სამშაბათს 18 მაისს,
14:00 საათზე პირველი სკოლის მთავარ შესასვლელთან” – წერს სოციალურ ქსელში საბა სუხიაშვილი.