ქუთაისში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის ბანერები დააზიანეს. როგორც ქუთაისის მერობის კანდიდატი გიგა შუშანია აცხადებს ამ დილით ოფისში მისულებს ასეთი სურათი დახვდათ.
ოფისის ფასადზე განთავსებული გრიგოლ ვაშაძის ბანერზე პოლიტიკოსის სახე წითელი საღებავითაა გადახაზული, ასევე გადახაზულია მათი პორტიული ნომერი 5, აქვე გაკეთებულია წარწერა ”KGB” და გამოსახულია წითელი ვარსკვლავი.
ორგანიზაციაში მომხდარს „ქართულ ოცნებას” უკავშირებენ. „ნაციონალურ მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატის, გიგა შუშანიას თქმით, იმ დროს როცა პარტიის ყველა წევრი და მხარდამჭერი თბილისში იყო, „ოცნების” აქტივისტები მალულად მივიდნენ და სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს.
შუშანია კანდიდატებს მომხდარი ფაქტის დაგმობისკენ მოუწოდებს.