ქუთაისში, დადიანის ქუჩის მოსახლეობამ, პატრული გამოიძახა.
კორპუსის მცხოვრებლები მაწანწალა ძაღლების სიმრავლეს აპროტესტებდნენ.
პატრულის ეკიპაჟი მას შემდეგ ჩაერთო საქმეში, რაც სპეციალურმა წარმომადგენელმა, უპატრონო ძაღლების ეზოდან წაყვანაზე უარი განაცხადა .
მოსახლეები აცხადებენ რომ უსახსრობისა, თუ კოვიდ პანდემიის გამო, ქალაქიდან ვერ გადიან და ბავშვებს და მოხუცებს ერთადერთი, სუფთა ჰაერის წყარო, ეზოც შეზღუდული აქვთ მაწანწალა ძაღლების სიმრავლის გამო.
დადიანის 57 და 59 ნომერი ბინის მაცხოვრებლები დახმარებას ჟურნალისტებსა და მერიას თხოვენ.










