ქუთაისში გამოკვლეული 250 ადამიანიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძე ამბობს, ანალიზებს შორის სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტებისა და საკარანტინო სივრცეებიდან გასაწერ პირთა ბიოლოგიური ნიმუშები იყო.
ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში 260 ადამიანი იმყოფება.










