ქუთაისში აქციის მონაწილე ბაიკერ ცოლ-ქმას ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ აღმაშენებლის გამზირზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით მძღოლი ადგილიდან მიიმალა. ცოლ-ქმარი კლინიკაში არიან გადაყვანილი.
როგორც ცნობილია გოგონა მსუბუქად დაშავდა, ბიჭს კი ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი წყალტუბოდან არიან.
როგორც “მეგა ტვ”-სთვის გახდა ცნობილი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.










