ქუთაისში კორონა ვირუსიის გამო შეჩერებული საპირფარეშოს პროექტი გაგრძელდა და სულ მალე დასრულდება. ამის შესახებ “მეგა ტვ”-ს ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსის მოადგილემ მირზა ხიდაშელმა განუცხადა.
სამუშაოებისათვის 60 000 ლარია გამოყოფილი. ახალი საპირფარეშო ქუთაისს თვის ბოლოს ექნება და მისი გამოყენება გარკვეული საფასურის სანაცვლოდ შეეძლებათ მოქალაქეებს. პროექტი უკვე შედგენილია წითელ ხიდთან საპირფარეშოს რეაბილიტაციისათვისაც.