ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქუთაისში მაჟორიტარობისა და მერობის არჩევნების მეორე ტური იმართება.
წინასწარი შედეგების მიხედვით, რეგიონებში მეორე ტურში “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას.
ამ ეტაპზე ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა ქუთაისში ზაზა ლომინაძემ 40,51%, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 36,14 % აიღო.
მერობის კანდიდატებს შორის კი ხმები ასე გადანაწილდა – ქართული ოცნებიდან იოსებ ხახალეიშვილმა 46,10% აიღო, გრიგოლ შუშანიამ კი 31,47%.
მეორე ტური არჩევნების მესამე შაბათს იმართება. თარიღს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს.