70 წლის ასაკში ქუთაისური სპორტის დიდი მოამაგე თორნიკე კენჭაძე გარდაიცვალა![]()
თორნიკე თავის დროზე ჩოგბურთელი გახლდათ. იყო საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორი.
პედაგოგიური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ მუშაობდა სპორტის ინსტუქტორად, ავტოქარხნის რაიონის სპორტკომიტეტის თავმჯდომარედ, ათი წლის განმავლობაში საქალაქო სპორტკომიტეტის თავმჯდომარედ, ბოლოს სპორტის სასახლის დირექტორის მოადგილედ.
ქუთაისზე უზომოთ შეყვარებულმა, კეთილსინდისიერმა, გულისხმიერმა პიროვნებამ, უღალატო მეგობარმა დაგვტოვა…
გამოსვენება 5 სექტემბერს. რუსთაველის გამზ. 110
ქუთაისში მოზარდს ზებრაზე ავტომობილი დაეჯახა
დღეს ქუთაისში მოსწავლეს ზებრაზე ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა მე-13 საჯარო სკოლასთან მოხდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დედა ავრცელებს და წერს რომ ქალაქასი განუკითხაობა. მისი თქმით ბავშვს ფეხი აქვს ნაღრძობი. ,,დღეს მე-13 სკოლასთან...










