სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი – ამ სპექტაკლით ქუთაისელი მაყურებლის წინაშე თბილისის ,,თავისუფალი თეატრი” წარსდგება. სპექტაკლის ჩვენება ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთის” ფარგლებში გაიმართება.
სამი ახალგაზრდა მსუბუქი დანაშაულის ჩადენისთვის პოლიციის განყოფილებაში ხვდება. მათ ადვოკატად ახალგაზრდა გოგონა ენიშნებათ. როგორ წარიმართება მათი ბედი თუ ეს გოგონა სულაც არაა ადვოკატი და ეს ახალგაზრდები სულაც არ არიან პოლიციის განყოფილებაში? – ფილიპ ლელუშის ამ სიუჟეტის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილი 2020 წელს დადგა.
მონაწილეობენ:
გიორგი -ბექა სონღულაშვილი, მორისი – დათა ხუნაშვილი, სოსო – ბექა პაპუნაშვილი, თინათინი – მანანა აბრამიშვილი
დასაწყისი 18:00 საათზე.
ცნობისთვის ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2021″ 17 ივნისს დაიწყო და 1 ივლისს დასრულდება.










