ქუთაისის “ტორპედოს” და სარაევოს ფანებს შორის დაპირისპირება მოხდა. ფანები ერთმანეთს ცოტა ხნის წინ ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში დაუპირისპირდნენ. თვითმხილველების თქმით საფეხბურთო გუნდების გულშემატკივრებს ე.წ ბიტები ჰქონდათ. მათივე თქმით ფანებმა ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ცნობისთვის, დღეს 21:00 საათზე, “შენგელია არენაზე” ტორპედო სარაევოს დაუპირისპირდება.










