LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ამერიკულ ტექ-კომპანია ლინეატს შორის თანამშრომლობა იწყება

დაპოსტა 2023/01/30-ში
199
ნახვა
გაზიარება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ამერიკულ ტექ-კომპანია ლინეატ ჯორჯიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მხარეებს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობას, მომავალი კვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებისათვის მოქმედ პროფესიონალებსა და სტუდენტებს შორის გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე გამოწვევებისა და მზარდი მოთხოვნებიდან გამომდინარე ახალი პროგრამების განხორციელებას. პარტნიორობის ფარგლებში KIU და ლინეატ ჯორჯია ხელს შეუწყობენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს გაიარონ სასწავლო პრაქტიკა, აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმდნენ. თანამშრომლობა ითვალისწინებს სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც KIU-ს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის სტუდენტებს კომპანია ლინეატი სტიპენდიას გამოუყოფს. სტიპენდიანტების შერჩევა მოხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.

KIU-ს შესახებ:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 180-მდე ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტების პირველი ნაკადი 2020-2021 სასწავლო წელს ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო. დღეისათვის უნივერსიტეტში 1 000-მდე სტუდენტი სწავლობს. KIU-ს პარტნიორია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM and TUM International). ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს აფინანსებს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საერთო ბიუჯეტით 1 მილიარდ ევრომდე.

Lineate-ის შესახებ:

„Lineate“ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი. მთავარი ოფისით ქ. ნიუ იორკში და ასევე, ოფისებით საქართველოში, პოლონეთსა და სომხეთში. კომპანია ქმნის მომხმარებელზე მორგებულ კომპიუტერულ პროგრამებს, რაც მათ კომპლექსური მონაცემების მიერ გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში ეხმარებათ. კომპანიას 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. 2006 წლიდან, კომპანიას აშშ-სა და ევროპაში განხორციელებული აქვს 920 პროექტი. კომპანია Lineate-ის ძირითადი მიმართულებებია AdTech, MarTech, MedTech და FinTech. კომპანია თანამშრომლობს  The New york Times, Ebay, Warner music, Visa, SAP, Telenav,Voxy, NYU Hospitals,  33 across, Rosen Publishing, Vive, Informa, Ondeck, ACN და სხვა.

თეგები: KIUქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გაზიარება80

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ – შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ნოემბერი 20, 2025
0
მთავარი

საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია სტენეგარდმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. „საქართველოში განვითარებული მოვლენებით...

დაწვრილებითDetails

„მორიგი დარტყმა მედიის თავისუფლებაზე“ – კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის სააპელაციო განაჩენზე

ნოემბერი 20, 2025
6
მთავარი

უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი, რომელიც Trial Watch-ის ინიციატივის ფარგლებში, მონიტორინგს უწევს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ეხმაურება. „გუშინდელი გადაწყვეტილება ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გამამტყუნებელი განაჩენის...

დაწვრილებითDetails

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ სააპელაციო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვებას გმობს

ნოემბერი 20, 2025
5
მთავარი

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ სააპელაციო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვებას გმობს, - განცხადებას „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) ავრცელებს. „IPI მკაცრად გმობს სააპელაციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას, რომელმაც ძალაში დატოვა IPI-ს წევრისა და...

დაწვრილებითDetails

კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში

ნოემბერი 20, 2025
18
მთავარი

კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში - ჟურნალისტ ლაშა ბერულავას ინფორმაციით, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად დაეცა თემურ შანავა. ჟურნალისტის ცნობით, 11 ნოემბერს, ალყაში მოხვედრის შემდეგ თემური დაკარგულად ითვლებოდა და მისი ცხედარი დღეს...

დაწვრილებითDetails

ამერიკაში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ნოემბერი 20, 2025
184
მთავარი

ამერიკაში, ნიუ იორკში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა. 35 წლის დიმა ქარდავა სამეგრელოდან იყო და ამერიკაში სამუშაოდ წელიწად-ნახევრის წინ წავიდა. ახლობლის ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ავარიის შედეგად,...

დაწვრილებითDetails

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება

ნოემბერი 20, 2025
3
მთავარი

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, ასევე, ახლო აღმოსავლეთში, საჰელის რეგიონსა...

დაწვრილებითDetails

შსს-ს თანამშრომლებმა მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილე 13 პირი დააკავეს

ნოემბერი 20, 2025
11
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 19 ნოემბერს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად აქციის 13 მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 2500-დან 30 000 ლარამდე გაიზრდება

ნოემბერი 20, 2025
10
მთავარი

2026 წლიდან ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების ოდენობა გაიზრდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ის ჯარიმები, რომლებიც ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

ნოემბერი 20, 2025
64
მთავარი

20 ნოემბერს, საქართველოს ყველა ქალაქში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა - +23 გრადუსი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქშია ნავარაუდევი, ხოლო ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა - +8 გრადუსი გუდაურში....

დაწვრილებითDetails

თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ნოემბერი 20, 2025
6
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული ა.ფ. და 1995 წელს დაბადებული რ.გ. დიდი ოდენობით, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».