თბილისში გამართული პრეზენტაციის შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნენ.
ქუთაისის მიმდებარედ, მუხნარის ტყეში მშენებარე კომპლექსი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელებმა და საქართველოში მყოფმა გერმანელმა მეცნიერებმა დაათვალიერეს.
ტექნოლოგიური უნივერსიტეტი პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაფუძნდება. მოდელი შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით და აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო დარგში მსოფლიოს წამყვან საწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან. განათლების მინისტრის ინფორმაციით, მშენებლობის პროცესი 170 ათასი კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. შენდება სამი სასწავლო კორპუსი და სამი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, პროფესორ-მასწავლებელთა საცხოვრებელი, ბიბლიოთეკა და სასადილო. განვითარების შემდეგ ეტაპზე 2 სასწავლო კორპუსი აიგება, ასევე, მოეწყობა ადრონული თერაპიის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ლაბორატორიები და კვლევით-სამეცნიერო დანიშნულების სხვა ობიექტები.
უნივერსიტეტი პირველ ნაკადს 2020 წლის შემოდგომაზე მიიღებს. არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად სტუდენტებს სამი საგნის არჩევა შეეძლებათ. ესენია: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება და საგანმანათლებლო პროგრამები. სამივე მიმართულებით სწავლა ინგლისურ ენაზე იქნება. მომდევნო წლებში კი მოხდება, როგორც სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დამატება, ასევე, სპეციალობების სპექტრის გაფართოება.
ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის უნივერსიტეტის მშენებლობაში 1 მილიარდი ევროს ინვესტიციას განახორციელებს