LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისის ოპერის თეატრი 52-ე სეზონს ღია ცის ქვეშ გაიხსნის

ქუთაისის ოპერის თეატრი 53-ე სეზონს პრემიერით დაასრულებს

დაპოსტა 2022/07/14-ში
A A
149
ნახვა
გაზიარება

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში 53-ე თეატრალური სეზონს პრემიერთ დაასრულებს.

როგორც ოპერის თეატრიდან იუწყებიან 20 ივლისს წარმოდგენილი იქნება გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ბიძინა კვერნაძის ოპერა „იყო მერვესა წელსა“.

ოპერას საფუძვლად უდევს რობერტ სტურუას ლიბრეტო, შექმნილი იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამების“ მოტივების მიხედვით.

ოპერის მსოფლიო პრემიერა 1983 წელს გაიმართა თბილისის ოპერის თეატრში ჯანსუღ კახიძის დირიჟორობით და რობერტ სტურუას რეჟისურით.

გთავაზობთ ფრაგმენტს ბიძინა კვერნაძის 1998 წლის ინტერვიუდან –

„შემიძლია ვთქვა, რომ შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე მაქვს შექმნილი ხუთი-ექვსი ნაწარმოები, რომლებითაც თამამად შემიძლია წარვსდგე ნებისმიერი ქვეყნის აუდიტორიის წინაშე და მაინც, ოპერა „იყო მერვესა წელსა“ გამორჩეულია – ამ ნაწარმოებში მივაღწიე მუსიკის მაღალ დინამიკურ განვითარებას და დრამატურგიულ სრულყოფილებას, საგუნდო ეპიზოდების დახვეწილობას და თვით შუშანიკის მუსიკალური დახასიათების სრულქმნილებას“, – ასე აფასებდა კომპოზიტორი თავის ქმნილებას.

 

„ოპერამ „იყო მერვესა წელსა“ ახალი ეტაპი აღნიშნა ქართული საოპერო ხელოვნების ისტორიაში. ამ რეფორმატორულ ქმნილებაში ბიძინა კვერნაძე ამკვიდრებს ორიგინალურ მელოდიურ სტილს, ეროვნული შეფერილობის რეჩიტატივსა და საგუნდო დეკლამაციას, თანამედროვე დრამატურგიის საფუძველზე აღმოცენებულ მუსიკალურ დახასიათებებსა და სცენური განვითარების ახალ პრინციპებს“, – წერდა ცნობილი მუსიკისმცოდნე, პროფესორი მარინა ქავთარაძე.

“და აი, თითქმის ოთხი ათეული წლის შემდეგ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული დადგმა ამჯერად ქუთაისის ოპერის თეატრის სცენაზე კვლავ დაუბრუნებს სასცენო სიცოცხლეს ბიძინა კვერნაძის ოპერას „იყო მერვესა წელსა“.

ოპერის დადგმაზე მუშაობს შემოქმედებითი ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: დამდგმელი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი, დამდგმელი რეჟისორი თორნიკე მარჯანიშვილი, კოსტუმების მხატვარი თეო კუხიანიძე, დეკორაციების დიზაინერი ირაკლი სვანიძე, დამდგმელი ქორმაისტერი ირინე ლომინაძე, დამდგმელი ქორეოგრაფი ვახტანგ უშვერიძე. საპრემიერო სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები არმაზ დარაშვილი (მოხეტიალე დასის ხელმძღვანელი, იგივე იაკობ ხუცესი), ბადრი ადამია (ვარსქენ პიტიახში), ნათია მელქაძე (შუშანიკი), ბაკურ კვირიკაშვილი (ჯოჯიკი), ემილ ჩარგაზია (მღვდელი), მიხეილ ქებაძე (მსახური), რამაზ კუბლაშვილი (პირველი მოხუცი), ბადრი სახამბერიძე (მე-2 მოხუცი), კალისტრატე ხარჩილავა (მე-3 მოხუცი), დავით ბენდელიანი (სპარსი), ირმა შავგულიძე (მათხოვარი), ინგა ფუტკარაძე (ქალი), თეატრის გუნდი, ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი. სპექტაკლს იდირიჟორებს თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი. ეწვიეთ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს და ისიამოვნეთ ბიძინა კვერნაძის მუსიკით.”- ნათქვამია ქუთაისის ოპერის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება60

დაკავშირებული -პოსტები

გვიან ღამიდან დილამდე წვიმა და ქარია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში
მთავარი

თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.   გართულებულია საავტომობილო მოძრაობა გმირთა მოედანზე, სადაც ძლიერი წვიმის ფონზე გზაზე წყალი მოედინება.   ასევე, საავტომობილო საცობია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.   სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები...

დაწვრილებითDetails

მძღოლს, რომელიც გომის მთაზე ხრამში გადავარდა შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია არ ჰქონდა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი და ხემ შეაჩერაო – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები
მთავარი

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაბა გო­მის მთის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მომ­ხდა­რი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, რა­მაც ოთხი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.   პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნახ­მად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია
მთავარი

79 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია. ბადრი ვადაჭკორია დაიბადა 1947 წლის 29 მაისს ლანჩხუთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1971 წლიდან მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმროში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდში, სასტუმრო "მარსში" 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, კაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, კაცი სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გუშინ გადმოვიდა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისის მერია ორ ახალ ა(ა)იპს ქმნის
მთავარი

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს. თავდაპირველად კონკურსი 10 ივლისს გამოცხადდა და მისი შედეგები 20 აგვისტოს უნდა ყოფილიყო ცნობილი. თუმცა, როგორც ქუთაისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული კონკურსში ლექსები...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება
მთავარი

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება. ,,ქართული კინო თაობებისთვის,, - ამ სახელწოდებით კინოჩვენების სამი დღის განმავლობაში მეფეთუბანში გაიამრთება. ჩვენები 14,15 და 16 აგვისტოს 20:00 საათზე დაიწყება.

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა
მთავარი

ავარიის შედეგად დაღუპული პირი, რომელიც ხაშურში, სოფელ გომის მიმდებარედ ავტომაგისტრალზე მოხდა, მარტვილის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცია. გლოვობს მისი სოფელი ნახურცილავო დედისერთა ბიჭს, დავით კაკულიას. „ნათელი მის სულს, რატომ გაიმეტე უფალო სიკვდილისთვის,...

დაწვრილებითDetails

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
რატომ არ იქნება ვალიდური პარალელური დათვლის მონაცემები -„სამართლიანი არჩევნები“
მთავარი

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების დანიშვნაზე გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართო სხდომაზე მიიღო. შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების...

დაწვრილებითDetails

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
მთავარი

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა, ცნობილი რეჟისორი, ნანა ახვლედიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ჩემი მოუშუშებელი ტკივილი დედიკუნა...“, - წერს ნანა ახვლედიანი. შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს, ბათუმში ტრაგედია დატრიალდა. ულამაზესი ლიზი მოისწრაფიშვილი კორპუსიდან გადმოვარდა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"