ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 279 პირის ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია.დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის თქმით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და რაიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ეპიდემიოლოგებს ჩაუტარდათ, მათ
„კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ.
იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში ამ დროისთვის 203 პირი იმყოფება. მათგან კარანტინს დღეს 70 დატოვებს.










