ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ქუთაისის კლასტერიდან კოვიდინცირებული კიდევ ერთი პირი შეიყვანეს.
ჯამში საავადმყოფოს დღეს ოთხი კოვიდდადებითი პაციენტი დაემატა. დედა-შვილი აჭარის, ორი კი ქუთაისის კლასტერია. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, კორონავირუსის დიაგნოზით 18 პაციენტი მკურნალობს. კლინიკამ ჯამში 91კოვიდ ინფიცირებული პაციენტი მიიღო, 73-მა ვირუსი დაამარცხა.










