ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კოვიდ-19-ით კიდევ ორი პაციენტი შეიყვანეს. ცოლ-ქმარი ე.წ. თერჯოლის კლასტერიდანაა. ამ დროისთვის კლინიკაში 20 პაციენტია მოთავსებული. მათ შორის ორი მცირეწლოვანია. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს დედა-შვილიც, პაციენტები ქობულეთის კლასტერიდან არიან.
ქუთაისის ცხელების ცენტრიდან საჩხერეშია გადაყვანილი კიდევ ერთი ახალი ინფიცირებული. ახალგაზრდა მამაკაცს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან გადმოიყვანეს, შესაბამისად საქართველოში კონტაქტები არ აქვს. სულ იმერეთში დღეს ოთხი ახალი შემთხვევაა დადასტურებული, ჯამში კი 24.
IMEDINEWS.GE