ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ოთხის მდგომარეობა მძიმეა, 4-ის კი დამაკმაყოფიკებელი, – ამის შესახებ კლინიკის მთავარმა ექიმმა თეიმურაზ ნადირაძემ განაცხადა. კლინიკაში სულ 8 პაციენტია მოთავსებული, რომელთაც კორონავირუსი დაუდგინდათ.
დამატებით 3 საეჭვო პაციენტის პასუხს ელოდებიან, რომლებიც როგორც გაირკვა, დადასტურებული შემთხვევბის კონტაქტები არიან. ბოლო 2 შემთხვევიდან, ერთ-ერთი დაინფიცირებული პაციენტის კონტაქტია, მეორე კი, სამტრედიის ცხელების ცენტრიდან შემოიყვანეს.
ის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მცხოვრებია, რომელსაც მოგზაურობის ისტორია არ აქვს. სავარაუდოდ, ეს შიდა გავრცელების შემთხვევაა. მისი დაინფიცირების წყარო უცნობია.
ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსით 8 პაციენტი მკურნალობს, აქედან სამის დაინფიცირების პირველწყარო ჯერ