ამასთან, მსოფლიო ბირჟებზე გრამი ოქროს ფასი 129.54 აშშ დოლარს შეადგენს, რაც დღიურ ჭრილში 0.68%-ით დაკლებულია.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 53.94 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 1.82%-ით შემცირებული ფასია.
რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, 23 ოქტომბრის მონაცემებით, ოქროს ფასი დაკლებულია. ამ დროისთვის, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში საშუალოდ, 317.73 ლარია, 750 სინჯის – 238.32 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 185.9.
რაც შეეხება ვერცხლს, ოქტომბრის მონაცემებით, 1 გრამი 999 სინჯის ვერცხლი 3.73 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონის ფასი 3.26 ლარია.










