ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან განკურნებულმა ოთხმა პაციენტმა დატოვა, მათ შორის ორი ბავშვია.
კლინიკაში „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით ექვსი პაციენტია რჩება.
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო 34 გამოჯანმრთელებულმა დატოვა.
კლინიკაში ერთმა პაციენტმა თვითდინებით მიმართა, მას მაღალი ტემპერეატურა აქვს და ვირუსზე ანალიზს დღეს ჩაუტარებენ.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან 288 პაციენტია გამოჯანმრთელებული.