23 აგვისტოს დილით, ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე, სამსახურში მისულ ადამიანებს მაღაზია გაქურდული დახვდათ.
ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ და შესაბამისი საგამოძიები პროცედურები განახორციელეს.
ამ დრომდე ზარალის ოდენობა და ეჭვმიტანილთა ვინაობა უცნობის.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ არასრულწლოვნებმა ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე აფთიაქი გაძარცვეს.