LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მარტვილში  კარანტინი გამოცხადდა

ქუთაისიდან წამოყვანილი ჰყავდა ლეკვი-სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2024/07/13-ში
A A
168
ნახვა
გაზიარება
ამბროლაურში ცოფის შემთხვევასთან დაკაშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს:
❗️ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა 🔻
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება ჰიდროფობიის კლინიკური ნიშნებით ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დადასტურდა ცოფის შემთხვევა.
🔸ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ინსპექტორებმა დაიწყეს მოკვლევა. დადგინდა, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პაციენტის ოჯახს რამდენიმე თვის წინ ქუთაისიდან წამოყვანილი ჰყავდა ლეკვი, რომელიც მალევე ავად გახდა და დაუდგენელი დიაგნოზით მოკვდა, ძაღლის სიკვდილის შესახებ სააგენტოს ინფორმაცია არ მიუღია.
🔸 ცოფის შემთხვევის დადასტურების შემდეგ, გამოვლენის კერებში ტარდება ამთვისებელი ცხოველების გადაუდებელი ვაქცინაცია. სააგენტოს რეკომენდაციით, დაწესდა საკარანტინო შეზღუდვები, რაც ქუჩაში და სხვა ადგილებში ცხოველების გაყვანის აკრძალვას გულისხმობს. საკარანტინო შეზღუდვები ცოფით დაავადების ბოლო შემთხვევის გამოვლენიდან 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
🔸 შემთხვევა მოხდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოში, სადაც გასულ და მიმდინარე წელს ცოფი არ გამოვლენილა. ამ ეტაპზე ოჯახს საკუთრებაში ჰყავს 4 მეძებარი ძაღლი და 7 კატა, რომლებსაც 2023-2024 წლებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაუტარა ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია.
❗️ ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროს ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ადამიანსა და ცხოველში ცოფის კლინიკურად გამოვლინების შემთხვევაში შედეგი ყოველთვის ლეტალურად მთავრდება.
🔸 ინფექციის გავრცელების ძირითადი წყაროა შინაური (ძაღლი, კატა) და გარეული (მელა, ტურა, მგელი და სხვა) ხორცისმჭამელი ცხოველი. ვირუსი დაავადებული ცხოველიდან გამოიყოფა ნერწყვის საშუალებით. ადამიანი და ცხოველი ინფიცირდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის და დადორბვლის შედეგად. დასნებოვნება ასევე შეიძლება მოხდეს პირის, ცხვირის, თვალის ლორწოვანზე, დაზიანებულ კანის საფარველზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრით.
❗️თუ თქვენს ცხოველს შეამჩნევთ დაავადებისათვის დამახასიათებელ კლინიკურ ნიშნებს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს. ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში ჭრილობა სასწრაფოდ ჩამოიბანეთ საპნითა და წყლით, შემდგომ აუცილებლად მიმართეთ რაბიოლოგს. ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა.
💉თქვენი და შინაური ცხოველების სიცოცხლის დასაცავად აუცილებელია ძაღლისა და კატის ყოველწლიური პროფილაქტიკური ვაქცინაცია;
❎მოერიდეთ გარეულ, მიუსაფარ ან უცხო ცხოველებთან კონტაქტს!
🔸 სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით პატრონიანი და მიკედლებული ძაღლებისა და კატების უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ ყოველწლიურად ატარებს.
🔸მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით ცოფის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებულია 116 690 ძაღლი და კატა. იძულებითი ვაქცინაცია ჩაუტარდა 9000 ძაღლს/კატას, 4300 მსხვილფეხა, წვრილფეხა პირუტყვს, ღორს, ცხენსა და კენტჩლიქიან ცხოველს.
🔸 რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში დღეისათვის ვაქცინირებულია 3346 ძაღლი/კატა. გასულ წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის გამოვლენის შემდეგ, კერებში ვაქცინაცია ჩაუტარდა ამთვისებელ ცხოველთა 70%-ზე მეტს და ჩატარდა ვეტერინარულ-სანიტარიული ღონისძიებები.
გაზიარება67

დაკავშირებული -პოსტები

კომენდანტის საათი – რა შეზღუდვები შეიძლება დაუწესდეთ მოზარდებს

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ძილის დარღვევა არაერთი ქრონიკული დაავადების განვითარებას უწყობს ხელს
მთავარი

გაერთიანებულ სამეფოში უფროსი ასაკის მოზარდებს სოციალურ ქსელებზე ღამის „კომენდანტის საათი“ დაუწესდებათ, თუმცა, მოზარდებს შეეძლებათ უარი თქვან ამ შეზღუდვაზე საკუთარი ანგარიშის პარამეტრების შეცვლით. მთავრობის გეგმის თანახმად, ეს ნიშნავს, რომ ისეთი აპლიკაციები,...

დაწვრილებითDetails

თუ 1 წლამდე ასაკის ბავშვი გყავთ – ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ქვეყანაში დაფიქსირებული ვირუსების 7% არის კორონავირუსი – ივანე ჩხაიძე
მთავარი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი, ივანე ჩხაიძე ზაფხულის სეზონზე თავდაცვის მიზნით, მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს. პროფესორი განმარტავს, მოქალაქეებმა რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ ინფექციების თავიდან არიდების მიზნით, როგორც ზღვის, ისე...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისთვის ნახევარ მილიონზე მეტი დაიხარჯება

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისთვის ნახევარ მილიონზე მეტი დაიხარჯება
მთავარი

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, რომელიც ტექნოლოგიურ ჰაბად უნდა გადაკეთდეს, წვეულება გაიმართება - IT ჰაბის გახსნის ღონისძიებაში 515 008 ლარი დაიხარჯება. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ხელშეკრულება ტენდერის გარეშე პირდაპირი შესყიდვით გააფორმა შპს...

დაწვრილებითDetails

ზურა ჯაფარიძეს სკუტერით გადაადგილებისას მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
კარგად ვარ,არაფერია სანერვიულო-ზურა ჯაფარიძე
მთავარი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურა- გირჩი ჯაფარიძეს, მანქანა დაეჯახა. როგორც თავად ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, შემთხვევა სკუტერით გადაადგილებისას მოხდა. „სკუტერზე მანქანა დამეჯახა. კარგად ვარ, მოტეხილობა არ მაქვს, დაჟეჟილობები მხოლოდ, ტვინის შერყევა...

დაწვრილებითDetails

16 წუთში 3 ჯარიმა რომ დაეწერა, პატრულმა რატომ არ დააკავა? სად იყო პატრული გორში ასეთი სისწრაფით რომ მოძრაობდა – გარდაცვლილი დედა-შვილის ნათესავი მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ტრაგედია გორში – ცნობილია ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა
მთავარი

"ჩემი ანა 12 წელი უცხოეთში ცხოვრობდა, გადასასვლელის ნიშნის გარეშე არ გადადიოდა არასოდეს! უაღრესად პასუხისმგებლიანი იყო" - ამის შესახებგორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ანი ბე­რი­ა­ნი­ძის ბიძაშვილი ირმა ამბარდნიშვილი სოციალურ ქსელში წერს....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში კონსტრუქციის ქვეშ მოყოლილი მუშა გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ქუთაისში  კონსტრუქციის ქვეშ მოყოლილი მუშა გარდაიცვალა
მთავარი

ქუთაისში კონსტრუქციის ქვეშ მოყოლილი მუშა გარდაიცვალა - ინფორმაციას "ქუთაისიპოსტი" ავრცელებს. გარდაცვლილია 30 წლამდე მამაკაცი. მისი ცხედარი მაშველებმა ჩამონგრეული რკინის კონსტრუქციიდან უკვე ამოიყვანეს. ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე კორპუსის მშნებლობის დროს, ბეტონის დასხმისას...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ბეტონის კონსტრუქციამ მუშა მოიყოლა

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ქუთაისში ბეტონის კონსტრუქციამ მუშა მოიყოლა
მთავარი

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე კორპუსის მშნებლობის დროს, ბეტონის დასხმისას კონსტრუქცია ჩაინგრა და მუშა მოიყოლა. ინფორმაცას ქუთაისი პოსტი ავრცელეს. მაშველების დამატებითი ჯგუფი ამ დრომდე ცდილობს კონსტრუქციის ქვეშ მოყოლილი ერთი ადამიანის გადარჩენას, რომელიც...

დაწვრილებითDetails

ზვიად გამსახურდიას ძეგლი დაიდგმება იქ, სადაც იდგა კიკვიძის ძეგლი – კონსტანტინე გამსახურდია

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ზვიად გამსახურდიას ძეგლი დაიდგმება იქ, სადაც იდგა კიკვიძის ძეგლი – კონსტანტინე გამსახურდია
მთავარი

ზვიად გამსახურდიას ძეგლი დაიდგმება იქ, სადაც იდგა კიკვიძის ძეგლი - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია წერს. "ეს ფოტო გადაღებულია ქუთაისში, გაბაშვილის გორაზე, ამა წლის 22 მაისს. სურათზე ჩემს გარდა...

დაწვრილებითDetails

შეყ­ვა­რე­ბუ­ლი 2 წლის წინ და­ე­ღუ­პა, ხეს შე­ე­ჯა­ხა – ახალი დეტალები ტრაგიკულად დაღუპული გოგოს შესახებ

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ავარიას 19 წლის გოგო ემსხვერპლა
მთავარი

კას­პი-კავ­თის­ხე­ვის გზა­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 19 წლის ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა გუ­შინ ღა­მით მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან­ქა­ნა ხეს შე­ე­ჯა­ხა, და­შა­ვე­ბუ­ლია კი­დევ 1 ადა­მი­ა­ნი. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა თამო მოდ­რე­კი­ლი­ძეა. "შეყ­ვა­რე­ბუ­ლი 2 წლის წინ...

დაწვრილებითDetails

ვადაგასული პროდუქტი და დარღვეული ჰიგიენა – რა გამოავლინეს თევზის საწარმოში

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ვადაგასული პროდუქტი და დარღვეული ჰიგიენა – რა გამოავლინეს თევზის საწარმოში
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის შესაბოლ საწარმოში შპს “კობი თევზი“ ( მის: ქ. თბილისი, ქიზიყის ქ. N62; ს/კ 400330600 ). შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"